მიმდინარე კვირას საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,955 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 45%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესება და “სავაჭრო ომის” გაჩაღება, რაც ეკონომიკური რისკების დაგროვებას იწვევს.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში შეხვედრა შედგა ომის დამთავრებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ჩანს, ზემოხსენებული საუბარი ოქროს ინვესტორებს იმედის მომცემად არ მიუღიათ და მათ ეჭვი აქვთ, რომ ომი კიდევ გაგრძელდება. ამ ეჭვს ის მოცემულობა ამყარებს, რომ პირველი მოლაპარაკების შედეგით ყველაზე დიდ კმაყოფილებას ვლადიმირ პუტინი გამოხატავს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის ტრამპი დიქტატორს და მანიპულატორს უწოდებს.
როგორც წესი, ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუშაობა დაიწყო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ (staff visit). დღეს…
საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა. მათ საერთო ჯამში 118 მილიონი ლარი მიიღეს. ეს ერთ…
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათ მონაცემებით,…